რიტუალი

რიტუალი
მოწესრიგებული სიმბოლური მოქმედება, რომელიც გულისხმობს რაღაცაზე მიმართულობას, რაღაცის გამოხატვას; მაგრამ რიტუალი მხოლოდ მითის დროის შესაბამისი არ არის. რიტუალებს, ან რაღაც მათ მსგავსს, ჩვენ ჩვენს დროშიც ვხედავთ. ერთმანეთის მსგავსი რიტუალები ყველა დროში შეიძლება ვნახოთ - ამ რიტუალებს ერთი რამ თუ განასხვავებს ერთმანეთისაგან: მიმართულობა. მითის დროში რიტუალი მითის შინაარსზეა მიმართული, მას ასრულებს, შემდგომ უკვე სხვა დროში, როდესაც მითი უკვე აღარ მთავრობს - რიტუალი რელიგიურ ტექსტებს (მაგალითად ქრისტიანულს) უკავშირდება და ა. შ. მაშასადამე, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცნობიერების შინაარსის შესაბამისი რეალობა არის რიტუალი - ზოგადი, უშინაარსო მოქმედება, რომლესაც შეუძლია ყველაფერი დაიშინაარსოს, ყველაფერზე მიმართული გახდეს. შემდგომი დროები გვიჩვენებენ, რომ რიტუალი ასეთი მოქმედებაა და რომ არ არის საჭირო მაინცდამაინც მითის სტრუქტურის არსებობა, რიტუალმა რომ იმოქმედოს. შემდგომში ჩვენ ცნობიერების შინაარსის გამოვლენას სამყაროში რიტუალს ვუწოდებთ. რიტუალი ანუ ცნობიერების შინაარსი წარმოგვიდგება ერისა და ეროვნულობის სახით. ყველა იმ რიტუალს ანუ სამყაროს აღქმის წესს, რომელსაც ადამიანი ტაძარში ატარებდა, თანამედროვე ადამიანი ატარებს ისეთ ადგილას, სადაც მას ერის სიმბოლო ეგულება, - სულ ერთია, იქნება ეს ნივთი, ღმერთი თუ ადამიანი.
Source: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "რიტუალი" в других словарях:

  • თამაში — • სათამაშო აქტივობას სხვადასხვა სახის სიამოვნება უდევს საფუძვლად, კერძოდ: 1. პარტნიორებთან უშუალო კონტაქტის სიამოვნება; 2. სათამაშო სიტუაციების შედეგების სწრაფად გარკვევის სიამოვნება; 3. შეჯიბრისგან მიღებული სიამოვნება; 4. საკუთარი თავისა და… …   Georgian encyclopedia

  • ტექნიკა — ფუნქციური არსებობა. ფუნქცია, რომელსაც ტექნიკა ასრულებს, არის ადამიანის ,,ყოფილი“ მოქმედება. იმისათვის რომ ადამიანმა ტექნიკური ფენომენი ,,შექმნას“, საჭიროა ,,განუდგეს“, ,,გაუუცხოვდეს“ საკუთარ მოქმედებებს, განსაზღვროს ისინი ცალ ცალკე და მისთვის… …   Georgian encyclopedia

  • ორმოცდაათიანელი — ბერძნულად, პენტეკოსტელი არის იმ ქრისტიანთა საერთო სახელწოდება, რომელთა თავისებურებას ქარიზმატული განწყობილება ანუ რელიგიური ანთებულობა (სიშმაგე, ტრანსი) და ,,უცხო ენებზე ლაპარაკის უნარი’’ (გლოსალალია) წარმოადგენს. ისინი დღეს თავიანთ თავს… …   Georgian encyclopedia

  • დურკჰეიმი — დურკჰემიანისტულ მიდგომებში კულტურის მიმართ რელიგიას ძირითადი ადგილი ენიჭება. რელიგიაზე ფოკუსი შესაძლებლობას იძლევა ხაზი გავუსვათ სიმბოლური სისტემების კომპლექსურობასა და ავტონომიას. ფუნქციონალური და ვებერიანული თეორიებისაგან განსხვავებით,… …   Georgian encyclopedia

  • ბაპტისტები — სახელწოდების ძირი ბერძნულია და ნიშნავს წყლით ნათლობას, კონკრეტულად შთაფლვით ანუ ჩაყვინთვით ნათლობას (ბერძნ. ბაპტიძო ,,ვნათლავ წყლით’’). ამდენად, ბაპტისტების სულიერ ცხოვრებაში ყურადღება ძირითადად რწმენით ნათლისღებაზეა გადატანილი; იგი შთაფლვით უნდა …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»